12:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 11:38:37, 1935 ნახვა

მსოფლიო
„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ - ნატო სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერს, - შესაბამისი განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მუდმივად გმობს. მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის იარაღის გამოყენება საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა დარღვევაა.

"ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ნატო ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს როგორც საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მიიჩნევს, რომ „ქიმიური იარაღის კონვენციის“ დაცვა არსებითია. ეს საჭიროებს კოლექტიურ და ეფექტურ რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცადებაში.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics