|
2018-04-14 11:26:53, 2024 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი: მსოფლიო ზიზღით არის განწყობილი ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებასთან დაკავშირებით
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება. როგორც ბორის ჯონსონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მსოფლიო ქიმიური იარაღის გამოყენების მიმართ ზიზღით არის განწყობილი. "მივესალმები დიდი ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს, რომელიც მან ამერიკელ და ფრანგ მოკავშირეებთან განახორციელა. ეს დარტყმა განხორციელდა სირიაში ქიმიური იარაღის მთავარ ნაგებობებზე. მსოფლიო ერთიანად ზიზღით არის განწყობილი ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე სამოქალაქო პირების ეხება", - წერს ჯონსონი. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)