|
2018-04-14 11:14:20, 1997 ნახვა
მსოფლიო
ჯონ მაკკეინი: ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე სარაკეტო დარტყმას დადაბითად აფასებს. შესაბამისი განცხადება მაკკეინმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. "ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. ასევე, ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს მადლობას ვუხდი ამ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. იმისათვის, რომ შორეულ პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია გვესაჭიროება", - წერს ჯონ მაკკეინი. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)