|
2018-04-14 10:03:03, 2031 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი: სირიელ ხალხზე „არაბული გაზაფხული“, ISIS-ი და ახლა ამერიკული „ჭკვიანი რაკეტები“ გამოსცადეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება. როგორც ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული" გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო", ახლა კი, ამერიკული "ჭკვიანი რაკეტები". "სირია, სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს ტერორისტული აგრესიის პირობებში გადარჩეს. ამ სახელმწიფოზე ავიაიერიში განახორციელეს. ამ ყველაფრის უკან ისინი დგანან, ვინც მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებენ. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ სირიას ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნა, როდესაც ქვეყანამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სირიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ასეთი დასკვნა ამერიკამ მედიაში გავრცელებული ვიდეოების, ფოტოების და სხვა მასალების მეშვეობით გამოიტანა. ახლა მედიამ საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქროს", - წერს ზახაროვა. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)