|
2018-04-13 16:45:20, 2593 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის 1 თანამშრომლის გაწვევა მოითხოვა
რუსულმა მხარემ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაწვევა მოითხოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქართულმა მხარემ შესაბამისი ნოტა უკვე მიიღო. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს ქ. მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას. აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა საქართველო უკვე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)