|
2018-04-13 15:21:57, 2059 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა დსთ-ს ტოვებს
უკრაინა დსთ-ს ტოვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობასთან ერთად უნდა შემუშავდეს წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში უკრაინის მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ. „იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და ახლაც არ არის დსთ-ს წევრი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დსთ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, მივმართავ თხოვნით, რომ მთავრობასთან ერთად შევიმუშავოთ წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში ჩვენი მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ, ასევე მინსკში, შესაბამის ინსტიტუტებში უკრაინის წარმომადგენლობის საბოლოოდ დახურვის შესახებ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ოფიციალურად არ არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, რადგან არ აქვს რატიფიცირებული ორგანიზაციის წესდება. უკრაინას თურქმენეთთან ერთად დსთ-ში ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)