|
2018-04-13 09:44:29, 2046 ნახვა
მსოფლიო
იტალია სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს
იტალია, გერმანიის მსგავსად, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა. Dailystar- ის ცნობით, ჯენტილონის თქმით, იტალია თავისი მოკავშირეების ლოგისტიკური მხარდაჭერის პირობას დებს. „იტალია სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. არსებული საერთაშორისო და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, იტალია განაგრძობს მოკავშირე ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯენტილონიმ. პრემიერმაა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მერკელმა კი, თავის მხრივ, ბერლინის მონაწილეობა დამასკოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში გამორიცხა. შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)