11:25 - 18 Aug, 2026
|
2018-04-12 17:38:09, 2083 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს ლიოკე რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, კანცლერის თქმით, გერმანიისთვის მიუღებელია ქიმიური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. „გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მომენტისთვის აშშ-ს არ მიუღია გადაწყვეტილება დარტყმების შესახებ“, - განაცხადა მერკელმა. შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)