|
2018-04-12 15:54:53, 2123 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: სირიაზე დარტყმა შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა, სირიაზე სარაკეტო დარტყმა უახლოეს მომავალში განახორციელოს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „არასოდეს მითქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკამ ჩემი მმართველობის პერიოდში რეგიონის "ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებაზე კარგად იმუშავა. სად არის თქვნი - "მადლობა, ამერიკა" ?“, - წერს ტრამპი. ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. მან აღნიშნა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი (საუბარია ბაშარ ასადზე), რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - დაწერა ტრამპმა. მანამდე 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდებოდა ცნობილი. შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)