22:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:20:18, 1558 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის პარტია აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის

„შემაშფოთებელია, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან",- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც „ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა დიდი ხანია, აღარ ვრცელდება მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ. ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაა. თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც, ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა გაკვირვებას იწვევს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics