|
2018-04-12 11:53:32, 1620 ნახვა
სამართალი
მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ზ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ. თბილისში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა. ასევე დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა სახის არეში. ზ.ს-ს ქმედებებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ზ.ს. 2017 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ორი ეპიზოდი) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)