06:57 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 11:00:55, 1756 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ წყალქვეშა ნავები გაგზავნა

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ნავები გაგზავნა, - ამის შესახებ The Sydney Morning Herald იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გასცა.

მედიის ცნობით, ტერეზა მეის არ აქვს გადაწყვეტილი განახორციელებს თუ არა ბრიტანეთი სირიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებს. პრემიერმა არ იცის შეუერთდება თუ არა ის აშშ-ს და საფრანგეთს, თუმცა მას სურს, სრულ მზადყოფნაში იყოს.

ამასთან, ტერეზა მეიმ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან დააბრუნა და საგანგებო სხდომა ჩაატარა.

"ჩვენ გავგზავნეთ წყალქვეშა ფლოტი. თუ რაიმე ქმდება განხორციელდება, ეს მოხდება ორშაბათამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ზადყოფნაში უნდა ვიყოთ", - აცხადებს გამოცემის წყარო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. ამის შემდეგ, გამოცემა Figaro-მ დაწერა, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, ხოლო ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ბაშარ ასადი და მისი რეჟიმი პასუხს აგებს.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.

ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics