|
2018-04-11 22:33:43, 2084 ნახვა
მსოფლიო
ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმათა 83%-ით ლიდერობს
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ხმათა 83%-ით მოქმედმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. საარჩევნო პროცესს 59 000 ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა 125 საარჩევნო ოლქში, 5,641 უბანზე ჰქონდათ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ 41 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ბოლო მონაცემებით, არჩევნებში საკუთარი პოზიცია მოსახლეობის 70%-მა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)