|
2018-04-11 15:29:01, 2550 ნახვა
მსოფლიო
„მოემზადე, რადგან რაკეტები წამოვა“ - დონალდ ტრამპი რუსეთს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთს აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ხელმძღანელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი (საუბარია ბაშარ ასადზე), რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - წერს ტრამპი. ცნობისთვის, 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)