10:38 - 18 Aug, 2026
|
2018-04-11 10:25:29, 2014 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადო
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო. Reuters- ის ცნობით, რეზოლუციის მისაღებად, სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო, თუმცა მის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ მისცა. რეზოლუციის წინააღმდეგ 7 ქვეყანა წავიდა, ხოლო ორმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ხუთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს, რომლის გამოყენებაც მათ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რეზოლუცია სულ მცირე ცხრა ხმას დააგროვებს. გაერო-სა და აშშ-ის რეზოლუციები სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას ადასტურებს და დამნაშავის გამოსავლენად ხელახალი გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)