02:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 17:36:34, 1669 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული რ.შ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.შ.-მ გარდაბნის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ე.გ-ს თავის არეში მუშტის დარტყმით ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, მეუღლისგან თავდაცვის მიზნით ე.გ ნათესავის საცხოვრებელ სახლში გაიქცა, სადაც დაახლოებით 23:00 საათზე რ.შ. მივიდა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თავის და სხეულის არეში  მუშტებს და ფეხებს ურტყამდა. რ.შ.-ს ქმედების შედეგად ე.გ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა რ.შ 28 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფ. ქესალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ რ.შ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics