|
2018-04-10 15:05:27, 1653 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 აპრილიდან, დღემდე უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები ნავიდან თევზჭერას ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახორციელებდნენ. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების ადგილზე მისვლის შემდგომ, მოქალაქეებმა გადააგდეს ელექტროშოკური აპარატი და ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. ხოლო, დევნის პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომანქანაზე მოახდინეს შეჯახება. გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეები დააკავეს. ამოღებულია გასაბერი ნავი, 2 ერთეული აკუმულატორი, 2 ერთეული ნიჩაბი, ჩოგანი და მოპოვებული 20 კგ. თევზი. მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ასკ-ის 86-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000-4000 ლარს და 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჯარიმას 5000 ლარს. ამასთან ავტომანქანის მძღოლის მიმართ, დეპარტამენტის თანამშრომელთათვის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლის გამო, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით ლ, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. მდინარე გუბისწყალსა და შავღელეზე მოქალაქეები თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახორციელებდნენ. ხოლო, მდინარე რიონზე მოქალაქე თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებით მოიპოვებდა თევზს. გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენის შემდგომ, მასალები გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)