|
2018-04-10 15:04:04, 2306 ნახვა
მსოფლიო
სირიაში აფეთქების შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა, 135 კი, დაშავდა
სირიის ქალაქ იდლიბში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ქალაქსი მდებარე 7-სართულიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. აფეთქების შედეგად 135 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, აფეთქების იზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო, მას შემდეგ რაც მშვიდობიანი აქცია შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მაშინ სამხედროება მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. გაერო-ს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 400 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი მოქალაქე კი, იძულებული იყო სახლი დაეტოვა. კონფლიქტმა 4.5 მილიონი ადამიანი საერთაშორისო ლტოლვილად აქცია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)