10:38 - 18 Aug, 2026
|
2018-04-07 17:32:28, 2233 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს
ღაზას სექტორში შეტაკებების დროს პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 30 წლის გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰალილ აბუ ატირაა. ჟურნალისტი სააგენტო Ain Media-ში მუშაობდა და სამუშაოს შესრულების დროს პრესის აღმნიშვნელი ჟილეტი ეცვა. მედიის ცნობით, ჟურნალისტი მუცლის არეში დაჭრეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ღაზასა და ისრაელის საზღვარზე არეულობა თვეზე მეტია გრძელდება. ამ ეტაპზე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. შეგახსენებთ, როომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)