|
2018-04-06 15:03:29, 2191 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება
ღაზას სექტორში პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის მორიგი შეტაკებები დაიწყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საბურავებს წვავენ, რათა ისრაელის არმიის ხილვადობა გააუარესონ. ისრაელის არმია კი, პალესტინელების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. ისრაელ-ღაზას საზღვარზე 7-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შეგახსენებთ, როომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)