01:15 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 11:06:23, 832 ნახვა

რეგიონი
მყინვარწვერზე გარდაცვლილი ბელგიის მოქალაქე გადმოასვენეს

სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე 3600 მეტრ სიმაღლეზე დაზიანებული ალპინისტების ევაკუაციის განსახორციელებლად 08:00 საათიდან სამაშველო ღონისძიება განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტეოსადგურიდან ვერტმრენით ორი მოქალაქე ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბელგიის გარდაცვლილ მოქალაქეს, სამსახურის ცნობით, იგი 4900 მეტრის სიმაღლიდან უკვე გადმოასვენეს.

შეგახსენებთ,  4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე გუშინ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანებების შედეგად, იგი გარდაიცვალა. ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, გუშინ შემთხვევის ადგილზე დაშვება ვერ მოახერხა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics