10:38 - 18 Aug, 2026
|
2018-04-05 21:41:21, 2254 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის საავადმყოფოში ხანძარი ლოკალიზებულია
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" გუბერნატორზე ვასიპ შაჰინზე დაყრდნობით იუწყება. „ყველაზე მთავარია, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ გარდაცვლილა. ამის მიუხედავად, განვაგრძობთ ინფორმაციის გადამოწმებას საავადმყოფოში მყოფი ადამიანების შესახებ. პაციენტების უმეტესობამ შენობა თვითონ დატოვა. რეანიმაციებიდან მძიმე ავადმყოფების ევაკუაცია ექიმებმა და მაშველებმა განახორციელეს. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. 70 ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანებმა სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძარი სრულიად ჩამქრალია. ხანძრის მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)