|
2018-04-05 19:25:40, 1765 ნახვა
კომენტარი
პეტრიაშვილი ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით, ეს არის კატასტროფა. "ყველაფრის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ მთავრობა და შახტის ადმინისტრაცია კომისიაში ჩვენს წარმომადგენელს ჩართავს. იმის გარეშე, რომ მათ თვითონ გამოიძიონ და საზოგადოებას და ჩვენ მოგვცენ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა ძალიან დაბალი იქნება საზოგადოებისა და პროფკავშირებისთვის. პროფკავშირებს აქვს გამოცდილება, როგორ ცდილობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში არ ჩაერთოთ. ვიზიარებთ ტრაგედიას. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად კანონმდებლობას ჯერჯერობით ვმიჯნავთ იმ უბედურებისგან, რაც ტყიბულს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, სანამ რეალობა არ გვეცოდინება, რისგან მოხდა ამ მასის ჩამოწოლა, როგორ წარმოიქმნა ჰაერის ტალღა", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)