|
2018-04-05 15:01:10, 619 ნახვა
რეგიონი
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს. სამოგზაურო გადაცემა ,,Adventures’’-ის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ევრონიუსის მილიონობით მაყურებელს აჭარის შესახებ მომზადებული სამოგზაურო ეპიზოდების ნახვა აპრილის ბოლოდან შეეძლება. ევრონიუსის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან. ზაფხულში ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ ვრცელ ბლოგს მოამზადებენ, შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გადაიღებს. გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი იტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 200-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსის ნინო ხახუბიას განცხადებით, ქვეყნისა და რეგიონის შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების მიერ უნდა განხორციელდეს. „გასულ წელს ჩვენ მიერ ევრონიუსზე დაწყებული წარმატებული სარეკლამო კამპანია წელსაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო მრავალფეროვანი სახით. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს რეგიონს ისეთი რეიტინგული მედიასაშუალება უძღვნის გადაცემებს როგორიც ევრონიუსია. რეგიონში ტურისტების მოზიდვა, ქვეყნისა და რეგიონის შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების მიერ უნდა განხორციელდეს. ჩვენ წლის ბოლომდე 16-ვე სამიზნე ქვეყნიდან ვგეგმავთ პოპულარული ჟურნალისტების მოწვევას, რომლებიც თავიანთი მოქალაქეებს აჭარას საინტერესო სტატიებით, ბლოგებით, რეპორტაჟებითა და გადაცემებით გააცნობენ,“ - განაცხადა ხახუბიამ. (NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)