10:37 - 18 Aug, 2026
|
2018-04-05 11:23:49, 2108 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: ნატო-ს მიზანი რუსეთის იზოლირება არ არის
ნატო-ს მიზანი რუსეთის იზოლირება არ არის, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ალიანსი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების მცდელობებს გააგრძელებს. „ნატო-ს მიზანი რუსეთის იზოლირება არ არის, თუმცა გასულ თვეს რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის გამო, მოსკოვის მიმართ უკმაყოფილების გამოსახატად გარკვეული ზომების მიღება მოგვიხდა. ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის, რადგან ის ჩვენი მეზობელია და არსად წავა. ჩვენი მიზანი რუსეთის გარიყვა არ არის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ ალიანსმა გასულ კვირას ნატო-ში რუსეთის მისიის შვიდი დიპლომატი გააძევა და დელეგაციის შემადგენლობის მაქსიმუმი 30-დან 20-მდე შეამცირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)