|
2018-04-04 17:03:57, 1684 ნახვა
კომენტარი
გერმანიის ელჩი: საქართველოს მთავრობა ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას
გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰაიჯე ფაიჩი საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ღონისძიებათა პაკეტთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ელჩის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას ამტკიცებს. „მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა ღონისძიებათა პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც იგი ახლა პარლამენტს წარუდგენს შემდგომი განხილვის მიზნით. ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)