10:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 08:52:35, 1915 ნახვა

მსოფლიო
Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა. ლაპარაკია რუსულ ორგანიზაცია Internet Research Agency-ზე. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის  დამარსებელმა,  მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, Facebook-ის გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში არჩევნების დაცვასთან არის დაკავშირებული.მისი თქმით, რუსული ორგანიზაცია აშშ-ში მოტყუებით მოქმედებდა და  რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა

"ჩვენი ქმედებები IRA-ს წინააღმდეგაა მიმართული, რომ არჩევნების დროს უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენცია მოხდეს. ამიტომ გვერდების დახურვა შეეხო სწორედ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს. ეს რუსული ორგანიზაცია მოქმედებდა მოტყუებით და აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა, ამიტომ მათი ადგილი Facebook-ზე არაა. 2016 წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ IRA-მ შექმნა ასობით ყალბი ანგარიში, რათა განევრცო თავისი კონტენტი და ჩარეულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გლობალურად დავიწყეთ მათი საქმიანობის გამოძიება და მათი გვერდები და ანგარიშები დავხურეთ,"- დაწერა ცუკერბერგმა „ფეისბუქის“-ის ოფიციალურ გვერდზე.

მისივე თქმით, ეს ორგანიზაცია ცდილბდა გავლენა მოეხდინა არ მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ არჩევნებზეც, ამიტომ მათი ყალბი ანგარიშები იქაც დაიხურა.

როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, ამ მიმართულებით Facebook-ში ახლა 15 ათასი ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს რიცხვი წლის ბოლომდე 20 ათასამდე გაიზრდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics