00:11 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 13:25:06, 813 ნახვა

რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში 2018 წლის სიახლეები წარადგინა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში და 2018 წლის სიახლეები წარადგინა. შეხვედრაზე განიხილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა - 15,753,660 ლარს, მიმდინარე წელს ფინანსური დოკუმენტი - 12 159 ლარით გაიზარდა და 2018 წელს შეადგენს 15,765,819 ლარს. ზაალ მიქელაძის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობას. 2017 წელთან შედარებთ 2018 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამების რაოდენობა 26 პროგრამიდან გაზარდა 33 პროგრამამდე. წელს პირველად სამინისტრო აფინანსებს საზღვაგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშთა რეაბილიტაციას, შშმ პირთა სხვდასხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას. გასულ წელთან შედარებით ღვიძლის ტრანსპლანტაცია 5 - ის ნაცვლად უფინანსდება 10 პაციენტს, თითოეულს 50 000 ლარით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics