|
2018-04-02 16:08:58, 2220 ნახვა
მსოფლიო
The Sun - სერგეი სკრიპალს საწამლავი სავარაუდოდ, წიწიბურაში ჩაუყარეს
ნივთიერება, რომლის საშუალებითაც რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, შესაძლოა, შვილის, იულიას მიერ მიცემულ საჩუქრებში ყოფილიყო. The Sun-ის ცნობით, სკრიპალმა შვილს რუსეთიდან წიწიბურას, დაფნის ფოთლის და სუნელების გამოეგზავნა სთხოვა. თუმცა, იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა. პოლიციამ უკვე დაკითხა იულიას მეგობარი. დეტალები უცნობია. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მომწამლავი ნივთიერება "ნოვიჩოკი" სწორედ წიწიბურაში იყო. შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)