|
2018-04-02 15:48:12, 2247 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალება
ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის განკარგულებით, ქვეყანაში არსებულ სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება იკრძალება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ლატვია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იმ სკოლებს შეხება, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არის გათვლილი. მანამდე ამ სკოლებში საგნებს რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. აკრძალვის შემდეგ, სკოლებში სწავლება სახელმწიფო ენაზე გაგრძელდება. როგორც ვეიონისმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით ეთნიკურ უმცირესობებს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ და ეს მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. მედიის ცნობით, რუსული ენის სახელმწიფო ენით ჩანაცვლება 2019 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 2021 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება. ცნობისთვის, ლატვიაში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის დაახლოებით 40% რუსულენოვანია. ქვეყანაში რუსულს უცხო ენის სტატუსი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)