09:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:05:02, 2100 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი: გაერო „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრის გილად ერდანის განცხადებით, ისრაელმა გაერო-სთან არ უნდა ითანამშრომლოს, რადგან ის  „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა.

როგორც მან აღნიშნა, ისრაელს ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარი ინციდენტების გამოძიება დამოუკიდებლად შეუძლია.

„გაერო-სთან თანამშრომლობისთვის არც ერთი მიზეზი აღარ არსებობს. გაერო  მტრული სტრუქტურაა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა“,- განაცხადა ერდანმა.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს რამდენიმე ათასმა პალესტინელმა ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის საზღვრთან დემოსტრაცია მოაწყო, რაც შემდგომში  არეულობაში გადაიზარდა. მომხდარის შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მოკლული პალესტინელიდან სულ მცირე 10 ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics