|
2018-04-02 14:50:52, 1709 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი: ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და „ბახალას“ ნარკოტიკი ჩაუდეს
„ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ქორიძისა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეებს, რომლებიც ორგანიზებული ნარკოდანაშაულს ეხება. მისივე თქმით, საქართველოში ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ყოველთვის უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად: „დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალებისსაკითხებში. „თეთრი ხმაური" და პლათფორმა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობს ჩართვას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ დასაკითხები ობიექტურად შეაფასონ. ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ეგრეთწოდებულ ბარიგებად მოხსენიებული და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად“, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა. ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ კატასტროფის მედიცინის დირექტორის შვილს ირაკლი ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ კი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ახალი ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გიორგანაშვილი არის თანამზრახველი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორის, ირაკლი ქორიძის, რომელმაც დაგეგმა და ჯგუფის წევრებთან ერთად ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)