|
2018-04-02 10:00:23, 2076 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მოქალაქეებს რუსეთში მგზავრობისას სიფრხილისკენ მოუწოდებს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს, რუსეთში მგზავრობისას ქვეყანაში არსებული ანტიდასავლური განწყობების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურისტებს მოუწოდებს, თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და ასევე, არ ჩაერთონ პოლიტიკის შესახებ დისკუსიებში. „პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გათვალისწინებით, თქვენ უნდა უფრთხილდეთ ანტიდასავლური განწყობების ან დევნის გამოვლინებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს, ჩრდილოეთ კავკასიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ასევე, უწყება აცხადებს, რომ იმ რუსმა დიპლომატებმა , რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ, ავსტრალია უკვე დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)