09:42 - 18 Aug, 2026
|
2018-04-01 16:57:15, 2376 ნახვა
მსოფლიო
აშშ-დან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს
აშშ-დან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დიპლომატებს, ქვეყანაში შესვლა 5 წლით აეკრძალათ. "მათი ქმედებები შეუთავსებელია დიპლომატის ქმედებებთან. რუსეთის საელჩოდან 48 და გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან 12 დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო გააძევა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)