|
2018-04-01 10:41:33, 2671 ნახვა
მსოფლიო
კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან, სპეციალური სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. მედიის ინფორმაციით, ტულეევმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რომლითაც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა. ამან ტულეევი 73 წლისაა, რომელმაც პოლიტიკური საქმიანობა 1980-იან წლებში დაიწყო. ის კემეროვოს ოლქის გუბერნატორი 1997 წელს გახდა. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. ხანძრის გაჩენის საქმეზე ამ დროისთვის 7 ადამიანია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)