2018-03-31 16:18:32, 2422 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი 50-ზე მეტ ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს
რუსეთი ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის 50-ზე მეტ დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ინფორმაციას KP ავრცელებს.
"საქმე იმაშია, რომ ჩვენ ნაკლები დიპლომატი გვყავს გაგზავნილი დიდ ბრიტანეთში. სხვაობა 50 ადამიანს შეადგენს. ადრე ჩვენ პარიტეტს ვითხოვდით. გადაწყდა, რომ იმ დიპლომატების გარდა, ვინც უკვე გავაძევეთ, ვგულისსხმობ 23 ქვეყანას, რუსეთიდან კიდევ 50-ზე მეტი ბრიტანელი დიპლომატი იქნება გაძევებული", - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.მოგვიანებით, რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებები სარკისებრი იქნება. ლავროვის გადაწყვეტილებით რუსეთი 23 ქვეყნის დიპლომატს გააძევებს.
ავტორი: ,