09:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 15:52:53, 2642 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: არ დავიწყებ მავთულხლართების გარღვევას, უბრალოდ თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ

როგორც კი კიევის ცენტრში ბევრი ადამიანი შეიკრიბება, იმავე დღეს დავბრუნდები", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Newsone-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ის ძალის გამოყენებას არ აპირებს და კიევში მშვიდობიანი გზით დაბრუნდება.

"ჩავჯდები თვითმფრინავში და უბრალოდ "ბორისპოლში" ჩავფრინდები. არ დავიწყებ მავთულხლართების გარღვევას, არც მთის ბილიკებზე გადასვლას, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუს დროს პოლიტიკოსმა უკრაინაში რადას დეპუტაის ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებასაც გამოეხმაურა და ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკა.

"რაც შეეხება სავჩენკოს - ისინი ერთ დიდ საქმეს ამზადებენ: სახელმწიფო გადატრიალებას. იქ ყველა ერთად იქნება - სავჩენკო, სააკაშვილი, კურჩენკოს რაღაც თანხები. ამ რეჟიმმა უკრაინელებს არანაირი წარმატება ბოლო 5 წლის განმავლობაში არ მოიტანა. ისინი იტყვიან, რომ ვერაფერს მიაღწიეს, სწორედ ამ გადატრიალების მზადების გამო", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics