|
2018-03-31 14:47:50, 2641 ნახვა
მსოფლიო
ოკუპირებული აფხაზეთი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანას კრძალავს
ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვარზე კარანტინს აწესებს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანას კრძალავს, - ამის შესახებ Apsny იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კარანტინის დაწესების მიზეზად აზიური ფაროსანა სახელდება. მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო, რომელიც კარანტინის საკითხებს კურირებს. აღნიშნული კარანტინი დღეიდან ამოქმედდა. "ვინაიდან აღნიშნული მწერი სწრაფად ვრცელდება და ითვისებს არეალს, მისი გამრავლების შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკას მილიარდობით რუბლის ზარალი შეიძლება მიადგეს. აღნიშნულის გამო, ფაროსანას შემოსევის პრევენციისთვის 31 მარტიდან საზღვარზე კარანტინი გამოცხადდება და საქართველოს ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალება", - აცხადებენ დე-ფაქტო უწყებაში. მათი თქმით, საქართველოდან გადასული მოქალაქეების ბარგში აზიური ფაროსანა არაერთხელ აღმოაჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)