09:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 14:09:01, 2311 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთი კრემლს ლონდონში სავაჭრო მისიის დახურვით ემუქრება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვს ლონდონში, რუსეთის სავაჭრო მისიის დახურვით ემუქრება, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის სავაჭრო მისია "შპიონების ბუდეა", ხოლო მისი ლიკვიდირება "განსახილველი საკითხების ნუსხაშია".

კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთმა ბრალდებები უარყო. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა.

აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული. საპასუხოდ, კრემლმა ამ დროისთვის 60 ქვეყნის დიპლომატის გაძევების განკარგულება გასცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics