|
2018-03-31 13:42:39, 2214 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 1 500-მდე კი, დაშავდა
ღაზას სექტორში შეტაკებების დროს სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 1 500-მდე კი, დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკება ისრაელ-ღაზას საზღვარზე მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 6-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათავსა. ცნობისთვის, აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)