|
2018-03-31 12:26:29, 2198 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სავჩენკო კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და უკვე 8 დღის განმავლობაში შიმშილობას განაგრძობს. "ნადეჟდას სურდა ყურადღება არ გაემახვილებინა შიმშილობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ სისხლიანი ღებინება დაიწყო. ძნელია ამას ყურადღება არ მიაქციო. ნადეჟდა მხოლოდ წყალს სვამს და სურდოს საწინააღმდეგო წვეთები მოითხოვა", - განაცხადა დეპუტატის დამ, ვერა სავჩენკომ. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო 21 მარტს დააკავეს. მანამდე მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდა. 15 მარტს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრიანის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მომხრეებთან ერთად უკრაინაში გადატრიალების გეგმას განიხილავს. 23 მარტს სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)