|
2018-03-30 20:08:23, 2473 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთმა ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ს გადასცა
ჩეხეთმა სოციალურ ქსელებზე ჰაკერულთავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ევგენი ნიკულინი აშშ-ს გადასცა. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ნიკულინი პრაღიდან აშშ-ში თვითმფრინავით უკვე გაამგზავრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს. ჩეხეთის პოლიციამ ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ერთად, ევგენი ნიკულინი ჯერ კიდევ 2016 წელს დააკავა. ამერიკული მხარე მას სოციალური ქსელის LinkedIn მონაცემების მოპარვას, ასვე Dropbox და Formspring სერვერებთან უკანონო წვდომაში სდებს ბრალს. ნიკულინის ექსტრადირებას რუსეთიც ითხოვს, რომელიც მას 2009 წელს განხორციელებულ ჰაკერულთავდასხმაში ადანაშაულებს. ჰაკერის აშშ-სთვის გადაცემის გადაწყვეტილება ჩეხეთის სასამართლომ 2017 წლის ნოემბერში მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი ცდილობდა, დაერწმუნებინა მინისტრი, რომ ნიკულინი რუსეთისთვის გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)