|
2018-03-30 20:04:57, 2693 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული, აზერბაიჯანის მოქალაქე გ. რ. დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. „წარდგენილი ბრალის თანახმად, მას ბრალად ედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მცდელობა (სსსკ-ის 19,117-5, ბ). მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სსსკ-ის 151-2,გ). საქმე ეხება, თბილისში, 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა, ლიფტის კაბინაში, 13 წლის არასრულწლოვანს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, დაუჭირა თავი და ცერა თითებით აწვებოდა თვალებზე, ურტყამდა ხელებს თავის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში, ასევე ხელით დაუზიანა მარცხენა ლოყა, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოზარდის დახმარება, სადარბაზოში, ბავშვის ყვირილზე გამოსულმა მეზობლებმა შეძლეს, რომლებმაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს. დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, არ ყავს ოჯახი და პარალელურად აქვს კავშირები სხვა სახელმწიფოსთან, მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ გ.რ.-ს მიმართ, პატიმრობა გამოიყენა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)