|
2018-03-30 16:33:58, 2319 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი 2 იტალიელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი ორ იტალიელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო. პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულმა დიპლომატებმა რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვონ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს. გარდა ამისა, რუსეთმა ესტონეთის სამხედრო ატაშეს გაძევების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია სარკისებრი იქნება და ქვეყანა დიპლომატების გაძევებას უპასუხებს. შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, ჯამში 152 რუსი დიპლომატი გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)