|
2018-03-30 11:42:52, 1946 ნახვა
მსოფლიო
აშშ - დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის გადაწყვეტილება, სამომავლო ურთიერთობების გაუარესებაზე მიანიშნებს
ამერიკელი დიპლომატების გაძევების თაობაზე მოსკოვის გადაწყვეტილება, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამომავლო ურთიერთობების გაუარესების მანიშნებელია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურში განაცხადეს. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, მოსკოვის ქმედება მათთვის მოულოდნელი არ იყო. „რუსეთის ნაბიჯი ამერიკელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესების მომასწავლებელია. აშშ-სა და ათეულობით ქვეყნის მიერ არადეკლარირებული რუსი ჯაშუშების გაძევება ადეკვატური პასუხი იყო რუსეთის მიერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ. მისივე განმარტებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება „სკრიპალის საქმეზე“ აშშ-ის მიერ 60 რუსი დიპლომატის გაძევებამ და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვამ განაპირობა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)