|
2018-03-29 21:19:46, 1733 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე გენგეგმაზე: მერია გადაწყვეტილებას დედაქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით,მერია გადაწყვეტილებას დედაქალაქის ინეტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. როგორც ხმალაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გენგეგმაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კონსულტაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ გაგრძელდება. "კარგია ის, რომ შევძელით ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირება, რაზეც პასუხები გასცა გენგეგმის ჯგუფმა. ერთი რამ მინდა ვუთხრა დედაქალის მოსახლეობას, რომ მერია მიიღებს გადაწყვეტილებას დედაქალაქის ინეტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი მიზანია, ქალაქს ჰქონდეს სრულყოფილი და მეორეს მხრივ, შესრულებადი გენერალური გეგმა. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, რომ გააგრძელოს ამ თემაზე მუშაობა. ჩვენ იქით კვირაში გამოვაცხადებთ სააბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტთან დაკავშირებით, მანამ კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება", - განაცხადა ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)