|
2018-03-29 10:39:02, 1865 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის იმედისმომცემი განცხადების მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებებზე თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა "პროპაგანდისტულ აქციად" გადააქციეს. „მათ ისევ ისაუბრეს "რუსულ ოკუპაციაზე". ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან. რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა ქართული მხრის კონტრპროდუქტიულ მცდელობებს, გამოიყენონ ჟენევის შეხვედრები საკუთარი იდეოლოგიური კლიშეებისთვის. ამის ნაცვლად, საქართველო ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლების ნდობის აღდგენაზე, ჟენევაში პირდაპირი უერთიერთპატივისმცემელი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, უარი თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებაზე მათი მოსახლეობის სავიზო ბლოკადასთან დაკავშირებით, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა", - აღნიშნულია განცხადებაშია. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარი ასევე არჩილ ტატუნაშვილზეც არის. „თბილისის წარმომადგენლები შეეცადნენ დისკუსიის ცენტრში მოექციათ ე.წ. ტატუნაშვილის საქმე და მის მკვლელობაში დაედანაშაულებინათ არა მხოლოს სამხრეთ ოსეთი, არამედ რუსეთიც. რუსეთის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედებების შესახებ შენიშვნები გამოთქვეს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხშირად არღვევენ ცხინვალისა თუ სოხუმის საზღვრებს. ასევე, დისკუსიის ყველა მონაწილე საქართველოს გარდა, შეთანხმდა იმაზე, რომ საზღვრების ტერიტორიებზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სტაბილურია და ინციდენტების რაოდენობა ნორმას არ აჭარბებს. სამწუხაროდ კოსნტრუქციული საუბარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შედგა", - ნათქვამია განცახდებაში. შეგახსენებთ, რომ ჟენევაში გუშინ მოლაპარაკების მთავარი სამუშაო დღე იყო, თუმცა მხარეებმა ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)