|
2018-03-28 17:29:51, 1489 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ ხარვეზები გამოესწორებინათ
თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს პერიოდში აპირებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიამ დოკუმენტზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ ხარვეზების გამოსასწორებლად ყველანაირი ვადა და შესაძლებლობა მისცა: „2 მილიონი უკვე გადახდილია, 5 ეტაპი მიღებული აქვს მერიას, საკმაოდ მასშტაბური მასალაა, დიდია მოცულობით, მე-6 ეტაპი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, ეს არის საბოლოო გენგეგმა. არის ხარვეზები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი შესაძლებლობა, ყველანაირი ვადა იმისა, რომ გამოესწორებინათ, დღესაც არსებობს ხარვეზები. თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამასთან დაკავშირებით, შეგატყობინებთ უახლოეს მომავალში“,-განაცხადა კახი კალაძემ. მერიას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. შენიშვნები ეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას, ასევე ეკონომიკას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)