|
2018-03-28 11:07:56, 1617 ნახვა
სამართალი
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კარლეს პუჩდემონის საჩივარი მიიღო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის საჩივარი მიიღო. პუჩდემონმა, საჩივარი მარტის დასაწყისში შეიტანა. ის ესპანეთის ხელისუფლებას, მისი პოლიტიკური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. პუჩდემონი, გენერალიტეტის მეთაურის არჩევნებში მისი კანდიდატურის დაბლოკვას, საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. მისი თქმით, დარღვეულია მისი სხვა პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, საერთო მიზნის, კატალონიის დამოუკიდებლობის მისაღწევად გაერთიანების უფლებაც. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების მიხედვით, კანდიდატი კენჭისყრას პირადად უნდა ესწრებოდეს, პუჩდემონი კი ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიაში იმყოფებოდა. გაერო-ს კომიტეტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ესპანეთს არგუმენტების წარსადგენად 6 თვიანი ვადა აქვს. შეგახსენებთ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 23 მარტს საზღვარგარეთ მყოფი 6 პოლიტიკოსის დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა. 25 მარტს გერმანელმა სამართალდამცველებმა კარლეს პუჩდემონი დანიის საზღვართან დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)