|
2018-03-27 18:14:50, 2141 ნახვა
მსოფლიო
კემეროვოს ვიცე-გუბერნატორმა დაღუპულთა ოჯახებს პატიება მუხლმოდრეკილმა სთხოვა
კემეროვოს ვიცე-გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა ხანძრის დროს დაღუპული და დაშავებული ადამიანების ახლობლებს მუხლმოდრეკილმა პატიება სთხოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მანამდე, ცივილევმა ერთ-ერთ მომიტინგეს, რომელმაც ხანძარში და, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა, პიარში დასდო ბრალი. ცივილევმა სცადა, რომ აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა, თუმცა როდესაც მის გამოსვლას შეძახილები მოჰყვა, ის მუხლებზე დადგა და განაცხადა: "მინდა პატიება გთხოვოთ".
შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მაღ შორის 41 ბავშვია. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ხანძრის შედეგად დაზარალებულები დილიდან აქციას მართავენ. მოქალაქეები ხელისუფლებას დაღუპულების შესახებ ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე ოლქის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გათავისუფლებაა.



epn.ge (@expressnews.ge)